შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თებერვალში ‘ბაკურიანობა - 2020’ გაიმართება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში პირველ დღეს მოეწყობა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება ზამთრის სპორტის სახეობებში, მათში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ახალგაზრდა, ასევე ვეტერანი სპორტსმენები.ასევე მოეწყობა ვეტერანი სპორტსმენებისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც დაჯილდოვდებიან გამარჯვებული სპორტსმენები, ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ სიმღერისა და ცეკვის ადგილობრივი ანსამბლები, სოლო მომღერლები და სახალხო მთქმელები.ბაკურიანობის მეორე დღე დატვირთული იქნება გასართობი საბავშვო თამაშებით, სანახაობრივი სპორტული შეჯიბრებებით და შოუებით.დღესასწაული დასრულდება გალა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული მომღერლები.„ბაკურიანობა - 2020“–ის გასამართად, ბორჯომის მერიამ ტენდერი 17 იანვარს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 25 იანვარს დაიწყება და 28 იანვარს დასრულდება. შესყიდვის ღირებულება 40 256 ლარს შეადგენს.როგორც, ბორჯომის მერიაში აცხადებენ, წელს დღესასწაულს მასშტაბური სახე ექნება.„ბაკურიანობას“ ყოველწლიურად ადგილობრივები, ტურისტები და მოწვეული სტუმრები აღნიშნავენ.[ნუკა სტეფნაძე, ბაკურიანი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია