შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 იანვარი 2020
ადგილობრივები ამბობენ, რომ მესხეთის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სახურავის შეცვლა 2019 წლის 16 დეკემბერს დაიწყეს და 27–ში დაასრულეს. სამანქანო გზაზე გამოცვლილი სახურავის ნარჩენები კი ერთ თვეზე მეტია ყრია.„ასე როგორ შეიძლება? აზბესტის „შიფერი“ ჯანმრთელობისთვის, რომ საშიშია ყველამ ვიცით, რატომ არ გააქვთ?!“, – კითულობს ადგილობრივი გაიანე პეტროსიანი.მისი თქმით, ადგილობრივებმა ნარჩენების გატანის მოთხოვნით ახალციხის მერიას მიმართეს: „10 იანვარს მერიაშიც მივედით, გვითხრეს შპს „კეთილმოწყობას“ გადავცემთ და გაიტანენო, მაგრამ არ გაუტანიათ“.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადეს, რომ საერთო საცხოვრებლებს სახურავი ტენდერში გამარჯვებულმა „მშენ–ბენმა“ შეუცვალა. მათი თქმით, კომპანია სახურავის ნარჩენებს უახლოეს დღეებში გაიტანს. კომპანიაში კი ამბობენ, რომ ქუჩას ნარჩენებისგან ხვალ, 24 იანვარს გაასუფთავებენ: „აქამდე მანქანა გვყავდა გაფუჭებული“.აზბესტი მსოფლიოს 53 ქვეყანაში აკრძალულია, რადგან კიბოს იწვევს. საქართველოში კი ამ დროისთვის მხოლოდ აზბესტის ბოჭკოს შემოტანა იკრძალება.გარემოსდამცველი, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ ოფისის დირექტორი ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ აზბესტის შიფერი, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის, ლეგალურ ნაგავსაყრელებზე უნდა განთავსდეს. ამის სპეციალური ნებართვა კი „მყარი ნარჩენების კომპანიას“ აქვს.ასევე ნახეთ:ახალციხეში სამშენებლო ნარჩენები გარემოს აბინძურებს - ვინ არის პასუხისმგებელი [რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია