შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-27 იანვარს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ღამით გაძლიერდება ყინვა. ჰაერის ტემპერატურა ღამის საათებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში -4, -6, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ზოგან -8, მთაში -15, მაღალმთაში -20 გრადუსამდე დაიკლებს. 25 იანვარს დღისით დაბლობსა და ბარში +1, +6 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 იანვარს +7, +12 გრადუსამდე მოიმატებს.თბილისში უნალექო ამინდი იქნება. 24 იანვარს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 25-27 იანვარს ღამის საათებში -1, -3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია