შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის ორ სოფელში დიდთოვლობის გამო გზა ჩაიკეტა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გზების გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანია „დოროჟინიკია“.კომპანიაში განგვიმარტეს, რომ ამ დროისთვის [13:25] სოფელ სპასოვკაში გზის გაწმენდა დასრულებულია, რაც შეეხება თორიას, ჯერ კიდევ ჩაკეტილია.„სოფელ თორიას მიმართულებით ტექნიკა უკვე გაგზავნილია, უახლოეს მომავალში გზა გაიწმინდება“, – აცხადებენ კომპანიაში.დღეს, 24 იანვარს, დროებით შეზღუდული იყო მოძრაობა ბორჯომის მიმართულებით. სოფელ ყვიბისთან ტრაილერებმა მოძრაობა შეაფერხეს, ადგილზე მობილიზებული იყო საპარტულო პოლიცია.[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია