შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომელიმე რელიგია უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს– ტარიელ ნაკაიძე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21755 
 14 მარტი 2019
ამის შესახებ ნაკაიძემ ნეტგაზეთთან ისაუბრა. სესიაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტით, ჯარისგან თავის დაღწევას მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები შეძლებენ. ნეტგაზეთთან საუბრისას ნაკაიძე ამბობს, რომ სეკულარულ სახელმწიფოში რომელიმე რელიგია უპირატესი არ უნდა იყოს.“რომელიმე რელიგია სეკულარულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელსაც ვფიქრობ, რომ ვაშენებთ, უპირატეს მდგომარეობაში არ უნდა იყოს. დისკრიმინიციული მიდგომა იქნება, თუ რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელს ექნება უფლება, არ წავიდეს სავალდებულო სამხედრო სამასახურში, ხოლო დანარჩენები ჯარში გაიწვიონ. ყველამ ერთი და იგივე პირობებით უნდა ისარგებლოს. ეს თემა ჩვენთვის დღეს გახდა ცნობილი და ამ საკითხზე რელიგიათა საბჭოში ვიმსჯელებთ და ერთობლივ განცხადებასაც გავავრცელებთ,” - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.მისივე თმით, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის წარმოდგენილ კანონპროექტს, არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ.საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. ინიციატივა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება