შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘უმცირესობა რომ ვართ, ამიტომ უნდა დავიჩაგროთ?!’– სასულიერო პირები ჯარში გაწვევაზე

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=21764 
 14 მარტი 2019
არამართლმადიდებელი რელიგიური კონფესიებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლებს სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება შეუნარჩუნდებათ. „ამის მიზეზი ისაა, რომ კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს“, – ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი. სამცხე–ჯავახეთში კათოლიკური ეკლესიისა და მუსლიმი თემის წინამძღვრები ამ ინიციატივას უარყოფითად აფასებენ და მას დისკრიმინაციულს უწოდებენ.„თუ ჯარში გვიწვევენ, მაშინ როგორც საქართველოს მოქალაქეები ყველა წავიდეთ. რა ლოგიკით არ უნდა შეეხოს ეს ინიციატივა მხოლოდ მართლმადიდებლებს?! მეც ქართველი ვარ და მეც მღვდელმსახური ვარ, რახან უმცირესობის წარმომადგენელი ვარ, ამიტომ უნდა დავიჩაგრო?! ის დეპუტატი, რომელსაც ეს ინიციატივა აქვს, უნდა მოვიდეს ჩვენთან და გვკითხოს აზრი“ – ამბობს არლის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ კაკაჩიშვილი. სავალდებულო გაწვევის მომხრეა, თუმცა დეპუტატის ინიციატივას უარყოფითად აფასებს ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძეც: "სავალდებულო სამხედრო სამსახურს მივესალმები და აუცილებელია საქართველოს ყველა მოქალაქემ მოიხადოს ქვეყნის წინაშე ეს ვალდებულება, თუმცა უკიდურესად შემაშფოთებელია ასეთი დამოკიდებულება, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებს არ ეხებოდეს და დანარჩენი ყველა გაიწვიონ“.სესიაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ დამფუძნებლი ტარიელ ნაკაიძე. მისი თქმით, საკითხზე რელიგიათა საბჭოში იმსჯელებენ და ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ. რაც შეეხება მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, მათ აღნიშნულ საკითხზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარი არ ისურვეს. [ავთო ინასარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
სამართალი