შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ევროპული პოლიტიკა ეროვნული პოლიტიკაა’ - ევროინტეგრაციის შესახებ ახალციხეში შეხვედრა გაიმართა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22576 
 13 მაისი 2019
დღეს, 13 მაისს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის სააქტო დარბაზში შეხვედრას საჯარო მოხელეები დაესწრნენ. ევროატლანტიკური საკითხების შესახებ, მათ ინფორმაცია ექსპერტმა ეკატერინე ქარდავამ მიაწოდა. მან ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, მჭიდრო თანამშრომლობასა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს შეეხება. მისი თქმით, ხშირად ქვეყანაში მცხოვრებლებს კარგად არ ესმით რას ნიშნავს ევროინტეგრაცია. საუბრისას აღნიშნავენ, რომ ინტეგრაციის სურვილი აქვთ, თუმცა, როცა საქმე კონკრეტულად მათ ეხებათ, უკან იხევენ.„არ არსებობს სფერო, სადაც ევროპული პოლიტიკა, ეროვნული პოლიტიკა არ არის. როცა საქართველოში ხალხის გამოკითხვა ხორციელდება, უნდათ თუ არა ევროპული ინტეგრაცია, უმრავლესობა ამბობს „კის“. მაგრამ როდესაც კითხავენ კონკრეტულ ადამიანს, გსურს, რომ დაერმორჩილო ევროპულ სტანდარტს, რომელიც არის კანონის უზენაესობა და არა დისკრიმინაციულობა, მაგალითად, თუ დაარღვიე საგზაო მოძრაობის წესები არ დაურეკო ახლობელს და დაემორჩილო კანონს, ეს არავის უნდა. გვავიწყდება, რომ ევროინტეგრაცია ცხოვრების წესია“, - განმარტავს ეკატერინე ქარდავა.შეხვედრისას, საკუთარი აზრი გამოთქვეს საჯარო მოხელეებმაც. წყალთბილის დეპუტატის, ტიგრან მელქონიანის აზრით, საქართველოში მცხოვრებლების ცხოვრების დონე ევროპულისგან განსხვავდება: „ჩვენ მივდივართ ევროპულ გზაზე, გვინდა ევროპა, მაგრამ ჩვენთან მხოლოდ ჯარიმებია ევროპული, პენსია და ხელფასი კი 200 და 1000 ლარია“. ექსპერტის განმარტებით, ევროკავშირის სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 12%-ია, მათგან 30 % -ს ახალგაზრდები შეადგენენ. თუმცა ამ მაჩვენებელში არ შედიან თვითდასაქმებული ადამიანები: „გაკვირვებულები არიან, რომ საქართველოში არსებობს ეკონომიკური ზრდა, თუმცა იგი მაცხოვრებლების მდგომარეობაზე არ არისახება“. საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის საჯარო მოხელეებთან გამართულ შეხვედრას ორგანიზება „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ სამცხე-ჯავახეთის ბიურომ გაუწია. „შეხვედრა „ევროპის დღების“ ფარგლებში გაიმართა.„ევროპის დღეები“ საქართველოში მეშვიდე წელია ტარდება. მის ფარგლებში, სულ რეგიონების მასშტაბით 80-მდე ღონისძიება გაიმართება. „ევროპის დღეების“ ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში ღონისძიებების ჩატარდება ხუთ მაისს დაიწყო და მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია