შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალდაბაში სამსართულიანი სახლი დაიწვა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22580 
 13 მაისი 2019
შემთხვევა გუშინ, 12 მაისს, გამთენიისას მოხდა. სახლს ცეცხლი მაშინ მოეკიდა, როცა ჭაუჭიძეების ექვსივე ოჯახის წევრს ეძინა. „რომ გავიღვიძე ოთახში კვამლის სუნი ვიგრძენი, ფანჯარაში ცეცხლი ჩანდა. საერთოდ ვეღარაფერი გადავარჩინეთ ყველაფერი დაიწვა, ახლობლის ტანსაცმელი მაცვია“,– ამბობს შალვა ჭაუჭიძე.მისი თქმით, ცეცხლი მეზობლის სახლზეც გადავიდა, თუმცა მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს: „ბიძაჩემის სახლია, კარებსა და ფანჯარაზე გადავიდა ცეცხლი, მაგრამ მალევე ჩააქრეს“,შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა.როგორც მერის წარმომადგენელი ახალდაბაში ზურა ბლიაძე ამბობს, ოჯახს დროებითი საცხოვრებელ ფართს მერია გამოუყოფს. ამ ეტაპზე ჭაუჭიძეები ნათესავთან რჩებიან.შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ–ს 187 მუხლის მეორე ნაწილის ა ქვე ბუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლის წაკიდებით,აფეთქებით ან სხვა საყოველთაო საშუალებით.[მარიამ ბარძიმაძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

სოფლები დაცლის პირას [PotosVideo]

საზოგადოება