შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის მშენებლობა დაიწყო

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22588 
 14 მაისი 2019
ადიგენის მერიამ, ტენდერში გამარჯვებულ სამშენებლო კომპანია შპს „არალთან“ ხელშეკრულება 12 მაისს გააფორმა. ახალი გზა 350 მეტრის იქნება და დამეწყრილ ზონას გვერდს აუვლის. გზის გასაყვანად თანხა ინფრასტრუქტურის სამინისტროს სტიქიის დაფინანსების ფონდიდან გამოიყო.სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები ორი თვის ვადაში უნდა დაასრულოს.ადიგენში, დერცელი –კიკიბოს გზაზე, მეწყერი გასული წლის 26 მარტს ჩამოწვა. დამეწყრილი ტერიტორია გეოლოგებმა სტიქიიდან მალევე შეისწავლეს და გადაწყდა, რომ ალტერნატიული გზის გაყვანა იყო საჭირო. ადიგენის მერიამ გასულ წელს საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი ორჯერ გამოაცხადა, თუმცა ორჯერვე ჩავარდა, რადგან მასში მონაწილეობა არცერთმა კომპანიამ არ მიიღო.[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება