შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნინოწმინდის სკოლების ნაწილს სასმელი წყალი არ აქვს-რას გეგმავს მერია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22592 
 14 მაისი 2019
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის 38 სკოლიდან წყალი მხოლოდ თექვსმეტშია. თორმეტ სკოლაში მოსწავლეებს წყლის დასალევად გასვლა სკოლის ეზოში უწევთ, ათ სკოლაში კი წყალი საერთოდ არაა, ესენია: გორელოვკის, ფოკის, ეშტიის, ჯიგრაშენის, ორლოვკის, კათნატუს, ეფრემოვკის, საღამოსა და ვლადიმიროვკის საჯარო სკოლები. ნინოწმინდის მერიაში ამობენ, რომ სკოლებში არსებული მდგომარეობა შეისწავლეს, თუმცა მიმდინარე წელს წყლის პრობლემას ვერ მოაგვარებენ.ადგილობრივ თვითმმართველობას 2019 წელს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 500 000 ლარი აქვს განსაზღვრული, რომელიც საპირფარეშოების ასაშენებლად და ფანჯრების შესაცვლელად დაიხარჯება.„რამდენიმე სოფელში საპირფარეშოს ავაშენებთ, მაგრამ წელს წყალი და გამართული საკანალიზაციო სისტემა ვერ მოეწყობა. ამის მიზეზი ნინოწმინდის რთული კლიმატია და დრო გვჭირდება“, - განმარტავს ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი.გარდა აღნიშნულისა, ნინოწმინდაში სამი საჯარო სკოლის მშენებლობა იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის დაიწყება სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია. სოფელ გორელოვკის მესამე სკოლის მშენებლობა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაიწყება. ხოლო ორლოვკისა და ქალაქის პირველ საჯარო სკოლის მშენებლობას მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს.[ავთო ინასარიძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება