შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში თამარობა აღნიშნეს [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22598 
 14 მაისი 2019
ქალაქის ცენტრში მდებარე თამარ მეფის ძეგლთან საზეიმო ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყო. სამცხე–ჯავახეთისა და ახალციხის პირველმა პირებმა თამარ მეფის ძეგლი გვირგვინით შეამკეს. ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი საცეკვაო ნომრები შეასრულეს და ის ლექსები წაიკითხეს, რომელიც თამარ მეფის მოღვაწეობას ეძღვნებოდა.თამარი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწეობდა. იგი 12 წლის ასაკში ავიდა ტახტზე და 5 წელი მამასთან, გიორგი III-თან ერთად მართავდა სახელმწიფოს. თამარის გამეფების წელსვე (1184წელს) სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ თამარმა მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო.1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას გიორგი-ლაშა უწოდეს. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ. თამარ მეფის მეთაურობით, ქართველებმა მრავალ ბრძოლაში გაიმარჯვეს. თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი: ბეთანიის ტაძარში, ბერთუბნის ეკლესიაში (თუმცა, აქ ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული), თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახული ვარძიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე და ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე. თამარობას საქართველოში 1917 წლიდან აღნიშნავენ. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა.ახალციხეში ამ დღესასწაულს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავენ. შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ამაღლების ეკლესიასთან მდგარი თამარ მეფის ძეგლი წმინდა თამარ მეფის ერთადერთი ძეგლია საქართველოში. [ლუბა გიორგაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ახალი სკოლა ჭაჭარაქში

საზოგადოება
საზოგადოება