შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიყვართ ცომეული? – SKკულინარია გირჩევთ

მულტიმედია
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=22929 
 06 ივნისი 2019
ამიტომაც, როდესაც ამ მხარეში მოხვდებით, უამრავი აუცილებლად სანახავი ადგილის გარდა თქვენს გეგმაში აქაური სამზარეულოც შეიტანეთ. ამ 5 კერძის სახელიც მოინიშნეთ, რადგან თუ ისინი არ გაგისინჯავთ, მაშინ არც სამცხე-ჯავახეთის გემო გაგიგიათ. 1. მესხური ქადასურნელი ვახსენეთ და ქადით დავიწყოთ. ქადას მესხეთში თითქმის ყველა ოჯახში აცხობენ. ზოგს ის მარილიანი გულით უყვარს, ზოგს ტკბილით, ზოგსაც კი გულის გარეშე.2. ლუხუმილუხუმი ერბოში ან ზეთში გამომცხვარი და დაბრაწული პატარა მრგვალი ნამცხვარია, თუმცა უნივერსალურია. მას დესერტადაც მიირთმევენ, თაფლით, ნაღებით ან მურაბით, თუმცა ბევრს ყველთან ან სხვა მარილიან საჭმელთან ერთად ურჩევნია. ლუხუმს ბუშტულასაც ეძახიან, რადგან ცომის ბურთულა ცხელ ტაფაზე დადებისთანავე ბუშტივით იბერება. 3. თუთმაჯიაქაც ცომის ბურთულებია, ე.წ. მურკლები ან კორკოლიტები, თუმცა თუთმაჯი წვნიანია და მას თითქმის ყველა მესხურ ოჯახში სასურველ ვახშმად მიიჩნევენ. 4. მაკარლამათუთმაჯივით თითქმის ყოველდღიურად ამზადებენ მაკარლამასაც. მოხარშული ცომის ნაჭრები ზემოდან მოყრილი ნიგვზით, ყველითა და მოხრაკული ხახვით, ჩვენს მხარეში ძალიან პოპულარულია.5. აპოხტის ხინკალიამ კერძს სხვაგან მაინც ვერსად შეჭამთ, ის სამცხე-ჯავახეთის ექსკლუზივია. აპოხტი ჯავახურად გამხმარ, გამომშრალ ხორცს ნიშნავს. მართალია აპოხტის ხინკალს უფრო ხშირად ზამთრობით ამზადებენ, თუმცა ბევრ ოჯახში ხინკლისთვის გამომშრალ ხორცს ამ დრომდეც ინახავენ. თუ საჭმლის მომზადება გიყვართ, ან იმის ყურება მაინც, როგორ ამზადებენ კერძებს, მაშინ თვალი ადევნეთ SKკულინარიას. აქ სხვა გემრიელ, უცხო და მარტივად მოსამზადებელ კერძებსაც ნახავთ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია