შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სამცხე–ჯავახეთის ტყეებში 1000 ცალი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსეს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23001 
 11 ივნისი 2019

ფერომონიანი მწერმჭერი ჩამოკიდეს ბორჯომის, ბაკურიანის, ადიგენის და ასპინძის ტყეებში.სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია (ips typographus), გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოჰყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი. ეროვნული სატყეო სააგენტო, მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 26000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს.2018 წელს მავნებელი დაფიქსირდა ახალციხეში, სოფელ აწყურში, და ადიგენში, სოფელ ბენარის მიმდებარედ. აღნიშნულ ტერიტორიაზე მბეჭდავმა ქერქიჭამიამ ასობით ხე გაახმო.ტყის აღრიცხვისა და კვლავწარმოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მესხეთის ტყეებში ის ადგილები შეისწავლეს, სადაც წიწვოვანი ხეები მასიურად ხმება. მათი რეკომენდაციით, აღნიშნულ ტერიტორიებზე სანიტარული ჭრები უნდა ჩატარდეს. [sknews.ge]

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება