შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში სახელმწიფო უწყების თანამშრომლები დაჭრეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23023 
 12 ივნისი 2019
შემთხვევა, ცხრა ივნისს, ბორჯომში მოხდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს ადგილობრივები თავს დაესხნენ. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გახდა ცნობილი, გდი-ს თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა. "რატომ გვავიწროებთო, გარემოსდაცვის თანამშრომლებს ეუბნებოდნენ. მერე ერთ-ერთი მოკამათე უკნიდან მიპარვია სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს და ორივეს დაარტყა დანა". დაჭრილები ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა. „ორივეს ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. მუცლის არეში ჰქონდათ ჭრილობები. ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა. გაწერისთვის მზად არიან“, - აცხადებენ ბორჯომის საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტს ადასტურებენ. უწყება ინფორმაციის გავრცელებას აპირებს.„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, დაკავებულია სამი პირი.[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი
საზოგადოება
საზოგადოება