შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბორჯომში ქალს სატვირთო დაეჯახა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23438 
 09 ივლისი 2019
ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ბორჯომში დღეს, ცხრა ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე მოხდა. ქალი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო დაეჯახა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა.ამ წუთებში, დაზარალებულს ოპერაცია უტარდება. ბორჯომის საავადმყოფოში კონკრეტული დაზიანებების შესახებ ვერ საუბრობენ. მათი თქმით, ქალს ფეხზე ოპერაცია უტარდება. „ერთი პაციენტია შემოყვანილი, დაახლოებით 70 წლამდე ქალი. ახლა ქირურგიული ოპერაცია უტარდება. ამის შემდეგ გამოჩნდება, რა კონკრეტული დაზიანებები აქვს“, - განმარტავენ ბორჯომის საავადმყოფოში.შემთხვევის გამო, ბორჯომში გზა გადაიკეტა და მოძრაობა შეიზღუდა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. მომხდართან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ შსს-სგან ინფორმაციას ელოდება.[თაკო ფეიქრიშვილი, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება