შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

Art-გენი 2019–ის მონაწილეები სამცხე–ჯავახეთიდან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23447 
 09 ივლისი 2019
ასპინძის ა(ა)იპ სახელოვნებო და სამუზეუმო დაწესებულებათა გაერთიანების ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „წუნდა" მაყურებელთა წინაშე თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ტრადიციული მესხური სიმღერებით გუშინ, რვა ივლისს წარსდგა.ფესტივალი ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ხალხური რეწვის ოსტატებსაც რევაზ ანდღულაძეს, მარიამ ჟუჟუნაძეს, თამარ ათუნაშვილსა და ნაირა შავაძეს მასპინძლობდა. მათ სტუმრების წინაშე საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს.ქორეოგრაფიული ანსაბლი „მესხეთი“ კი მაყურებელის წინაშე სხვადასხვა ნომრებით წარსდგა.ფესტივალი „არტ-გენი 2019“ 16 ივნისს რეგიონული ტურნეთი გაიხსნა. პირველი კონცერტი ახმეტაში გაიმართა. ახმეტის შემდეგ კი, „არტ-გენი“ 22 ივნისს, აჭარაში, ქედაში გადაინაცვლა. რეგიონული ტურნე 28 ივნისს იმერეთში, ხონში, სოფელ გორდში დასრულდა.თბილისი კი ფესტივალს ტრადიციულად, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 7-14 ივლისს მასპინძლობს. თბილისის ტური დათო ევგენიძემ გახსნა. ევგენიძის კონცერტამდე კი საქართველოს პირველი არხის მუსიკალური პროექტის, „აკუსტიკის“ კონცერტი გაიმართა.ფესტივალი „Art-გენი 2019 “ 14 ივლისს „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურება.ფესტივალი „არტ-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა.[გულო კოხოძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება