შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შოთა რუსთაველის ძეგლთან შადრევანი შეაკეთეს [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=23452 
 10 ივლისი 2019
„გაბიდნული იყო ძველი ქვიშა. მოვხსენით შადრევანი, სადამდეც შეგვეძლო და შიგნით გავწმინდეთ", – გვითხრეს შპს კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებმა.დაზიანებული შადრევნის შესახებ, მასალა "სამხრეთის კარიბჭემ" დღეს, 10 ივლისს გამოაქვეყნა. შპს კეთილმოწყობის თანამშრომლებმა შადრევანი დღის ბოლომდე შეაკეთეს.ქალაქის ცენტრში მდებარე შადრევანი პირველად 2013 წელს დაზიანდა,მაშინ დაზიანებული კონსტრუქცია, ერთ–ერთი სკვერიდან წლების წინ მოხსნილი შადრევნით ჩაანაცვლეს, თუმცა არც მას უმუშავია დიდი ხანი. ახალციხის მერიაში განგვიმარტეს, რომ მიმდინარე წელს, სკვერის რეაბილიტაციისათვის საპროექტო დოკუმენტები მზადდება. როდის დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ ეტაპზე უცნობია.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება