შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კათოლიკე სამყარო ღვთისმშობლობას აღნიშავს

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24145 
 08 სექტემბერი 2019
ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წმიდა წირვა ამიერკავკასიის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. მასთან ერთად, ლიტურგიაზე ვატიკანის ელჩი, ჟოზე აველინო ბეტენკური და საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირები იმყოფებოდნენ. სადღესასწაულო წირვისთვის კათოლიკე მრევლი ვალეში ქვეყნის სხვადასხვა სამრევლოებიდან ჩამოვიდა. ლიტურგიის დასასრულს, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის 25 წლიანი ისტორიის შესახებ ფოტო–გამოფენა გაიმართა. სტუმრებისთვის კი სტუდია „ფერადი ნოტების“ აღსაზრდელებმა იმღერეს. ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, ანა - პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია