შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შსს:კვიციანის ინციდენტს სამართლებრივი შეფასება მიეცემა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24142 
 08 სექტემბერი 2019
ინფორმაციას ამის შესახებ "ნეტგაზეთი" ავრცელებს. შსს-ში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.ინციდენტი მოხდა პარლამენტის შენობის წინ, სადაც “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობს მთავრობის დამტკიცების პროცედურის პარალელურად.ინციდენტში პატრიოტთა ალიანსის წევრი დეპუტატი ემზარ კვიციანი მონაწილეობდა. მას აქციის მონაწილეები “პუტინის მონას” ეძახდნენ. კვიციანმა აქციის მონაწილეებს აგინა და ფიზიკურადაც შეეხო.საბოლოოდ დეპუტატი ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა.აქცია "სირცხვილია" პარლამენტის შენობასთან დილიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებიც მათი თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს განასახიერებენ.პარლამენტის შენობაში, დეპუტატები მინისტრთა ახალი კაბინეთისათვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია