შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

5 დასახელების კოსმეტიკურ საშუალებაში აკრძალული ნივთიერებები აღმოჩნდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24150 
 09 სექტემბერი 2019
მომხმარებელი.გე იმ კოსმეტიკური საშუალებების ნუსხას აქვეყნებს, რომელიც ლაბორატორიულად შემოწმდა. მათი ინფორმაციით, 35 დასახელების ნიმუშები თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში შეიძინეს. ისინი საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) გააგზავნეს, საფრთხის შემცველი ნივთიერების - პარაბენების (34 ნიმუში), სხვა კონსერვანტებისა (2 ნიმუში) და ბარიუმის (3 ნიმუში) შემცველობაზე შესამოწმებლად. ხუთ ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში. ესენია: 1. ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“ (პარტიის N. 28R700/ვარგისიანობის ვადა: 07/21 ) მწარმოებელი - LOreal Co; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები; 2. ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy" (პარტიის N. 10:70/გამოშვების თარიღი: 08.03.19) მწარმოებელი - Quimi Romar S.L.U; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები.3. თმის საღებავი "CLAIROL" (პარტიის N. 0267030300) მწარმოებელი - Distr. By/par Procter&Gamble, Cincinati; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები;4. თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline (შტრიხკოდის N. 5902082520757) მწარმებელი - Bell Cosmetics ; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები;5. ფრჩხილის ლაქი "Olivia" (გამოშვების თარიღი: 14.05.2019); მწარმოებელი - Orkide Cosmetics; აღმოჩნდა აკრძალული პარაბენები;პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება, როგორც კონსერვანტები, პროდუქტის გაფუჭებისაგან დასაცავად და გამოყენების ხანგრძლივი ვადის უზრუნველსაყოფად. დადგენილია პარაბენების უარყოფითი ზემოქმედების რისკები ადამიანის ენდოკრინულ სისტემაზე - მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნერვულ და იმუნურ სისტემაზე.პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთისა კი დაშვებულია გარკვეული დოზით, რიგ პროდუქციაში.„ნიმუშების სახეობებისა და ჩასატარებელი კვლევების შერჩევა მოხდა მსოფლიოში ამჟამად გავრცელებული საფრთხეების მიხედვით. შესყიდულ იქნა სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ფირმების მიერ წარმოებული პროდუქცია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის“, - ნათქვამია მომხმარებელი.გე-ს განცხადებაში. ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში „უსაფრთხო პროდუქტები ქართველ მომხმარებლებს“.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
საზოგადოება