შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24458 
 07 ოქტომბერი 2019
ადგილობრივი თვითმმართველობის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, პენსიონერ მასწავლებლებს დღეს, შვიდ ოქტომბერს ახალციხის სამუსიკო სკოლაში შეხვდნენ. პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.„სკოლისა და მასწავლებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, სწორედ ამიტომ მასწავლებლების შრომა სათანადოდ უნდა დაფასდეს, თქვენ ხართ ადამიანები რომლებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ. თითოეულ თქვენგანს მადლობას გიხდით, გაწეული საქმიანობისათვის, იმ თავდაუზოგავი შრომისა და ღვაწლისთვის, რასაც ათწლეულების განმავლობაში ეწეოდით. გისურვებთ ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებებს მომავალშიც “ - აღნიშნა ზაზა მელიქიძემ.„48 წელია ვმუშაობ და ასე დაფასებული არასდროს ვყოფილვართ პედაგოგები, ჯილდოს მიღება თავისთავად დიდი პატივია, ასევე მერიის ყურადღებაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობელი ვარ“, – ხეოთის საჯარო სკოლის ყოფილი მასწავლებელი ომარი ნებაძე.[რობი ზარიძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება