შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘გაუაზრებლად გაკეთებულია’ - რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი ეკლესიის დარბევაზე [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24793 
 04 ნოემბერი 2019
სააგენტოს წარმომადგენლის ინფორმაციით, სოფლების ხულგუმოსა და ბავრას მიმდებარედ არსებული ტაძარი, სომხური სტილის კათოლიკეებს ეკუთვნით, თუმცა აქ სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებიც მიდიან. ელვარდ ზაზაძე მომხდარს გაუაზრებელ ქმედებას უწოდებს: „იგივე განმეორდა, რაც წელს გაზაფხულზე მოხდა. როგორც ჩანს, იქ იქეიფეს, შევიდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში და დააშავეს. მანდ ყველანი თანაბრად დადიან და სანთელს ანთებენ. ზოგადად, სომხური კათოლიკური ეკლესიისაა და სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლებს კონფლიქტი არ აქვთ“.რაც შეეხება თავად ტაძრის შენობას, ზაზაძე ამბობს, რომ იგი არ დაუზიანებიათ: „ეკლესია სომხურ ეკლესიას ეკუთვნის, თუმცა ქართული საეკლესიო ნაგებობაა. რამდენადაც ვიცი, ტაძრისთვის ხელი არ უხლიათ და დაზიანებები არ აღინიშნება ქვებზე. უბრალოდ შანდლები გადააბრუნეს და ერთი-ორი ხატი ჩამოუგდიათ ძირს. მერე ეს ყველაფერი მიულაგებიათ“. სააგენტოს რეგიონული წარმომადგენელი ამბობს, რომ ხულგუმოს ეკლესიაში ბოლოს ივნისში იმყოფებოდა და რელიგიური ნივთები კარგ მდგომარეობაში არც იმ პერიოდში იყო. „აქ ისეთი ხატები არ არის, რომ ღირებული იყოს. გაზეთიდან ამოჭრილ ხატს არავინ გადააგდებს ნაგვის ურნაში, ამიტომ მანდ მიაქვთ და ტოვებენ. მაგალითად, კალენდარს, ძველ ხატებს. ასეთები მიაქვთ. არის ხატი, რომელიც ნაკურთხია ეკლესიის მიერ და არის სურათ-ხატი, რომელიც გაზეთს მოყვება ან კალენდარზეა. თუმცა აქ საკითხი რელიგიის პატივისცემას და ურთიერთგაგებას ეხება“, - ამბობს ელვარდი ზაზაძე.ხულგუმოში ეკლესიის მეორედ დაზიანების შესახებ ინფორმაცია, სამ ნოემბერს გავრცელდა. საქმეზე შსს-მ ძიება 156 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.[თაკო ფეიქრიშვილი, რობი ზარიძე, ახალქალაქი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

ვალეში ბერიკაობა გაიმართა