შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს’ – ‘ბორჯომს’ მესამე ლიგიდან გავარდნა ემუქრება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24798 
 05 ნოემბერი 2019
ოთხ ნოემბერს „ბორჯომი“ 32-ე ტურის საშინაო მატჩში ტყიბულის „მეშახტესთან“ მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა, რის შედეგადაც მეექვსედან მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. მანამდე, 24-ე ტურის შემდეგ „ბორჯომმა“ ქულის მოპოვება მხოლოდ ერთხელ, „საბურთალოსთან“ სტუმრად გამართულ მატჩში მოახერხა, რომელიც ფრედ დასრულდა. „ბორჯომის“ მთავარი მწვრთნელი ბოლოდროინდელ მარცხს გუნდის არასრული შემადგენლობით ხსნის.„აქამდე ლიგიდან გავარდნის საშიშროება არ იყო, მაგრამ ახლა რთულადაა საქმე, ბოლო მატჩში სათადარიგოში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვყავდა, გუნდის ძირითადი ბირთვი კი ტრავმირებულია“, – ამბობს კობა თედიაშვილი. მესამე ლიგის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, „ბორჯომმა“ კი მინიმუმ ორი მატჩი უნდა მოიგოს, რომ აუტსაიდერების სიაში არ მოხვდეს: „ახლა ყველანაირად ვცდილობთ ძალები მოვიკრიბოთ, მართალია გუნდი დემოტივირებულია, თუმცა ყველა შესაძლო რესურსს გამოვიყენებთ რომ მინიმუმ ორი მატჩი მოვიგოთ“. ამ დროისთვის „ბორჯომი“ 11 მოგებით, 18 წაგებითა და სამი ფრედ გამართული მატჩის შემდეგ, 36 ქულით, მესამე ლიგის სატურნირო ცხრილის მეშვიდე ადგილზე იმყოფება. სეზონის ბოლომდე ბორჯომს ოთხ კლუბთან მოუწევს თამაში: „ბახმაროსთან“, „ბეთლემთან“, „გორთან“ და ბოლო ტურში, 29 ნოემბერს გასვლით მატჩს „სამგურალთან" გამართავს.[რობი ზარიძე, ბორჯომი]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
პოლიტიკა
საზოგადოება
საზოგადოება