შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მაღაზია ზუმერიდან ფული და ტელეფონები მოიპარეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://sknews.ge/index.php?newsid=24797 
 05 ნოემბერი 2019
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი მობილური ტელეფონები და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო."სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს: 2000 წელს დაბადებული ნ.ც., 2002 წელს დაბადებული ლ.ბ., 2003 წელს დაბადებული ლ.მ. და 2003 წელს დაბადებული მ.ი.", – აცხადებენ შსს–ში.ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება