შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დიდთოვლობის გამო ნინოწმინდის 4 სოფელში გზა ჩაიკეტა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2020
კომპანია „დოროჟნიკის“ დირექტორის, არმან ნორსოიანის თქმით, გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, პარალელურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა.გარდა ამისა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მესამე დღეა ნინოწმინდა–წალკის დამაკავშირებელ გზაზე, ფარავნის უღელტეხილზე მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აკრძალულია.გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში მომდევნო ორი დღის განმავლობაში ქარბუქი და თოვლი იქნება.დღეს, 13 თებერვალს დღის განმავლობაში –4 დაფიქსირდება. არამდგრადი ამინდი რეგიონში 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.14–15 თებერვალს ღამით ყინვა ისევ გაძლიერდება და მიაღწევს –16, –18 გრადუსს, დღის განმავლობაში კი –5,–7 ყინვაა მოსალოდნელი.[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია