შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თოვლის გამო ადიგენის რამდენიმე სოფელში გადაადგილება შეზღუდულია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2020
ფოტო: არქივიშპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“–ის დირექტორის ავთანდილ კაჭკაჭიშვილის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დილიდან მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. „ხუთი ერთეული ტექნიკა მუშაობს. აბასთუმნის, ბოლაჯურის და ენთელის მიმართულებით გზა უკვე გაწმენდილია. ამ ეტაპზე გზების გაწმენდა მიმდინარეობს დაბა ადიგენში და ლელოვანის მიმართულებით. როგორც კი დაასრულებენ, გადავლენ მოხეში“, – ამბობს ავთანდილ კაჭკაჭაშვილი.მისი განმარტებით, ამ ეტაპზე მოხეში მხოლოდ მაღალი გამავლობის მანქანების გადადგილებაა შესაძლებელი.„ნამინაურს და მის მიმდებარე სოფლებს ცეპებიანი ტრაქტორებით გაწმინდავენ. ადგილობრივები გვყავს დაქირავებული“, – გვითხრა ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა.[ნუკა სტეფნაძე, ადიგენი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია