შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რადიოს მსოფლიო დღე - 13 თებერვალი

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2020
ციფრულ ეპოქაშიც კი, რადიო ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად რჩება. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ რადიო აძლევს მათ მეტი წარმოსახვის შესაძლებლობას. აღქმის თავისებურებების გამო, რადიო დღემდე რჩება ინფორმაციის მიღების განსხვავებულ გზად.სწორედ ამიტომ, 2011 წელს იუნესკომ რადიოს მსოფლიო დღე დააწესა. მის თარიღად 13 თებერვალი იმის გამო შეირჩა, რომ „გაეროს რადიო“ (United Nations Radio ) სწორედ ამ დღეს 1964 წლის 13 თებერვალს დაარსდა. 2020 წელს რადიოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით იუნესკო სამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას: როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ რადიოში პლურალიზმის პროპაგანდაზე; ახალი ამბების განყოფილებაში მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლობის წახალისებაზე; საზოგადოების განსხვავებული ჯგუფების ინტერესების ამსახველი სარედაქციო მასალებისა და პროგრამების ტიპის მრავალფეროვნების ხელშეწყობაზე.„გლობალურ დონეზე რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გამოყენებად მედიასაშუალებად. უნიკალური შესაძლებლობა, მოიცვას ყველაზე ფართო აუდიტორია, ნიშნავს, რომ რადიოს შეუძლია ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი მრავალფეროვნების გამოცდილება, იყოს პლატფორმა ყველა ხმისთვის“, – ნათქვამია იუნესკოს განცხადებაში.მრავალფეროვანი შინაარსის მქონე ინფორმაციის უწყვეტი მიწოდებაა რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ პრიორიტეტიც. იგი ახალციხეში ამ დროისათვის ერთადერთი რადიოა. პირველი სიგნალი ადგილობრივებმა 2016 წლის 22 ივნისს მოისმინეს, ტალღაზე 97.5. სიხშირე ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტების ნაწილს ფარავს. მცირე სათემო რადიოების შემდეგ, „სამხრეთის კარიბჭე“ პირველი რადიოა, რომელიც რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მაუწყებლობს. იქიდან გამომდინარე, რომ ახალციხის მცხოვრებელთა ნაწილი ეთნიკურად სომეხია, მათი ინფორმირებისთვის, დღის ახალი ამბები ორენოვანია. მოსმენა შესაძლებელია, როგორც ქართულ, ასევე სომხურ ენებზეც. გარდა ამისა, რადიო გადაცემები მოიცავს თითქმის ყველა სფეროს: პოლიტიკურ თოქ-შოუს, საგანამანათლებლო, კულტურულ, სამედიცინო, აგრარულ გადაცემებს. ასევე დილის, შუადღისა და საღამოს გასართობ პროგრამებს. რადიო „სამხრეთის კარიბჭეს“ პროგრამული პოლიტიკისთვის პრიორიტეტულია ფაქტებისა და მოვლენების ბალანსირებული გაშუქება.საქართველოში რადიომაუწყებლობა 1925 წლის 23 მაისს თბილისში დაიწყო. ინფორმაცია ნახევრად კუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია