შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვის შეუძლია ამერიკის საელჩოს მცირე გრანტების კონკურსში მონაწილეობა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 თებერვალი 2020
გრანტებთან დაკავშირებით, ახალციხეში შეხვედრა ამერიკის საელჩოს საგრანტო პროგრამების უფროსმა მენეჯერმა, სოფო ბზიშვილმა დღეს, 13 თებერვალს, ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გამართა.გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტებს და მედია ორგანიზაციებს. მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50 000 აშშ დოლარია.საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთ-ერთს მაინც:• ეკონომიკური ზრდა (მაგალითად: სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობა ტურიზმის განვითარების მეშვეობით – სამთო ტურიზმი, კულინარიული და ხელოვნების ტურიზმი, ეკო-ტურიზმი, აშ.).• გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია (მაგალითად: ქალთა გაძლიერება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია, ინკლუზიური განათლება, ბავშვთა კეთილდღეობის და უფლებების დაცვა);• სამოქალაქო ჩართულობა და მოქალაქეთა ინფორმირებულობა (მაგალითად: არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდა, გაზრდილი და ანგარიშვალდებული თანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს (სამოქალაქო საზოგადოება) შორის პარტნიორული კავშირების მეშვეობით, კერძო და საჯარო პარტნიორობების მხარდაჭერა, მედია წიგნიერება, კიბერუსაფრთხოება, ახალგაზრდების ჩართულობა ტექ-ბანაკებში და კიბერ განათლება, კრიტიკული აზროვნების სტიმულირება ახალგაზრდებში, მედია სკოლების და ჟურნალისტიკური სწავლებების გაძლიერება);• კონფლიქტების გადაჭრა და ტოლერანტობა (დიალოგი და კონფლიქტების დარეგულირება, რეგიონალური უსაფრთხოება, სამშვიდობო განათლება);დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა 2020 წლის 17 მარტია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია