შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხეში პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის მოქალაქე დააკავეს [ვიდეო]

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 თებერვალი 2020
თვითმხილველები ამბობენ, რომ შსს–ს თანამშრომელს საკუთარი მანქანა კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკინგზე ჰყავდა დაყენებული, მის გვარდით კი მოქალაქემ მანქანა ისე გააჩერა, რომ სამართალდამცავი მანქანიდან გადმოსვლას ვეღარ ახერხებდა.„პოლიციელი აღებდა მანქანის კარებს და ჩვენი მანქანაც ზუსტად ამ დროს შევაყენეთ. გვითხრა ე, რანაირად აყენებო, ამაზე წავიდა კამათი. პოლიციელს ცუდად ჰყავდა მანქანა გაჩერებული. მისი მანქანის მეორე გვერდზე იმხელა ადგილი იყო დარჩენილი, რომ შეეძლო კარგად დაეყენებინა. მართალია ჩვენი მანქანაც არ იდგა კარგად, მაგრამ ამან ადგილიც არ დატოვა“, - ამბობს დაკავებულის ახლობელი.მისი თქმით, პატრულის გამოძახებას აპირებდა, მაგრამ სამართალდამცველმა თავად დარეკა. მსუბუქი მანქანის მეპატრონე პატრულმა დააკავა.„პოლიციამ ბორკილები დაადო და წაიყვანა, მანამდე ვიდეო გადაიღო ამ პოლიციელმა რომ ეს კაცი აღელვებული ელაპარაკებოდა. არ ვიცი იქ რა გადასცეს და წაიყვანეს“, - ამბობს დაკავებულის ახლობელი.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მოქალაქე პოლიციამ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავა,რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია