შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის თითქმის ყველა  საარჩევნო უბანზე ოპოზიციური პარტიის კომისიის წევრებმა ფუნქციების შესრულებაზე უარი თქვეს

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 28 ნოემბერი 2018

ბოლნისის თითქმის ყველა  საარჩევნო უბანზე ნაციონალური მოძრაობის და ევროპული საქართველოს კომისიის წევრებმა ფუნქციების შესრულებაზე უარი თქვეს. ისინი მხოლოდ დამკვირვებლის ფუნქციას ითავსებენ. ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით კომისიის წევრებმა კანონით მინიჭებულ უფლებაზე უარი განაცხადეს რაც საარჩევნო პროცესის ხელის შეშლაა.

ფუნქციები უბნებზე გადანაწილებულია და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში უბნის თავმჯდომარეებს ფორსმაჟორში უწევთ მუშაობა. ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არჩევნებში მონაწილე სუბიექტების მიერ დანიშნულ წევრებს კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდებს.

დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება.

არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.

დღეს საქართველო 5-ის ნაცვლად 6 წლით, პირდაპირი წესით ბოლოჯერ ირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.

 


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
მულტიმედია