შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გოგი მეშველიანის ანგარიში მოსახლეობას

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://bolnisi.ge/?p=20286 
 11 თებერვალი 2019

ბოლნისის მაჟორიტარი მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას გამართავს – დასწრება თავისუფალია
14 თებერვალს, ბოლნისის (N33 ოლქი) მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი გამართავს საჯარო შეხვედრას, სადაც მოსახლეობას საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრა გაიმართება13:00 საათზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში(მისამართი: ბოლნისი, სულხან-საბას 106).საჯარო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება და ღონისძიებაზე დასწრებათავისუ ფალია.
შეხვედრაზე მაჟორიტარი დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნობს საკუთარ საქმიანობას საქართველოს პარლამენტში და ისაუბრებს იმ რეფორმებსა თუ ინიციატივებზე, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა. მაჟორიტარი საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ბიუროს როლსა და საქმიანობაზე ოლქში, მათ შორის განხორციელებულ, მიმდინარე პროექტებზე, მოქალაქეებისთვის განკუთვნილ სერვისებსა და სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას დაინტერესებული მოქალაქეების გარდა, დაესწრებიან ბოლნისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა კითხვები დაუსვას დეპუტატს და მიიღოს პასუხები არჩეული თანამდებობის პირისგან.

აღნიშნული ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

საკონტაქტო პირი:
ფერიდე ტვილდიანი, ბოლნისის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ბიუროს თანამშრომელი – ტელ: 591 710 720
ელ.ფოსტა: feride.tvildiani@gmail.com


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
მულტიმედია