შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიში მოსახლეობას

პოლიტიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://bolnisi.ge/?p=20303 
 14 თებერვალი 2019

დღეს ბოლნისის მაჟორიტარმა საკუთარი საქმიანობის ანგარიში მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში მოსახლეობას წარუდგინა. შეხვედრას მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პარლამენტის წევრმა   გოგი მეშველიანმა დამსწრე საზოგადოებას საქართველოს პარლამენტში მისი საქმიანობა დეტალურად გააცნო და იმ რეფორმებსა და ინიციატივებზე ისაუბრა, რომელშიც აქტიურად იყო ჩართული. იგი არის როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი, ასევე აქტიურად მუშაობს ტყის კოდექსისა და წყლის შესახებ კანონზე,  ჩართულია თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის მოკვლევის სამუშაო ჯგუფში  და არის წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრი.

გოგი მეშველიანმა ვრცლად ისაუბრა  ბიუროს საქმიანობაზე, აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიიღო 500-ზე მეტი მოქალაქე, გამართა 85 საჯარო შეხვედრა, 157 მოქალაქის წერილზე შუამდგომლობები გადააგზავნა შესაბამის უწყებებთან, 350 ოჯახში კი მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, შესწავლის მიზნით, ინდივიდუალური ვიზიტები მოაწყო, მან ასევე ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. შეხვედრის მეორე ნაწილი ითვალისწინებდა კითხვა-პასუხის რეჟიმს, რომელშიც აქტიურად ჩაერთო დამსწრე საზოგადოება.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება