შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში ფქვილის ტომარაში ,,გაკოჭილ" ძაღლს მეორე ძაღლი იცავდა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 იანვარი 2020
გორში, წმინდაწყლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფქვილის ტომარაში ძაღლი ნახეს.  ამის ამსახველი ფოტო მოქალაქემ სოციალურ ქსელში განათავსა. მისი თქმით, შეეცადა ძაღლები გათავისუფლებას, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს და კბენდნენ. ერთ-ერთმა ძაღლმა კიდურები თავად გაითავისუფლა. ,,ამის გამკეთებელს თავში ტვინი აქვს? შავმა ძაღლმა არაფრით მიმიშვა ახლოს, რომ ტომარა გამეხსნა" - წერს მოქალაქე.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით Qartli.ge დაუკავშირდა გორში არსებული ძაღლთა თავშესაფრს დიექტორს თამარ აფციაურს.  მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიშ შეტყობინება მათთან არ შესულა. ,,გავაგზავნი თანამშრომლებს და თუ აღნიშნულ ადგილზე დაგხვდებიან ჩვენთან წამოვიყვანთ.“- გვითხრა თამარ აფციაურმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია