შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი შესაძლოა სათემო რადიო ,,მოზაიკას" წყაროდ დასახელდეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
ორიგინალი სტატია:  http://www.qartli.ge/ge/akhali-ambebi/12652 
 11 სექტემბერი 2019
გორის მერიაში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება იმ თანამშრომლის გამოვლენის მიზნით, რომელმაც გორის სათემო რადიო ,,მოზაიკას" აუდიტორების მიერ შედგენილი დოკუმენტი მიაწოდა. ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა 10 სექტემბერს qartli.ge-ს დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, კითხვები, ძირითადად, ადმინისტრაციის უფროსის, ლექსო თარხნიშვილის მიმართ არსებობს, რომელმაც ელექტრონული ფოსტით, აუდიტორებისგან დასკვნის სამუშაო ვერსია მიიღო და ინფორმაციის დამუშავება-შენახვაზეა პასუხისმგებელი. ,,ლექსო ამბობს, რომ მას წარმოდგენა არა აქვს, თუ საიდან მოხვდა რადიოში ეს დოკუმენტი. მას რამდენჯერმე დავუსვით კითხვა. ვინც უნდა იყოს ეს თანამშრომელი, მკაცრად დაისჯება" - გვითხრა კოტე თავზარაშვილმა. საქმე ეხება, ,,2017-2018 წლების გორის მერიის პროგრამების შესაბამისობის აუდიტის პირველად ანგარიშს". ის 2019 წლის 30 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა მერიის ოფიციალურ ფოსტაზე გაგზავნეს. 2019 წლის 5 სექტემბერს რადიო ,,მოზაიკა" აქვეყნებს წერილს სათაურით: ,,სასწრაფოდ - სახელმწიფო აუდიტმა გორის მერიისა და საკრებულოს მუშაობაში დარღვევები გამოავლინა". მედიასაშუალება აღნიშნავდა, რომ ,,ადგილობრივ თვითმმართველობას შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის 7 კალენდარული დღის ვადაში შეუძლია. სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველად მომზადდა, ის ძირითადად ეხება ბიუჯეტის შესრულებას, უხარისხოდ მოწყობილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ა(ა)იპ-ებში გაბერილ საშტატო ნუსხას, გამარტივებულ შესყიდვებში არსებულ შეუსაბამობებს, აუთვისებელ გრანტებს და საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად გაცემულ ანაზღაურებებს." გორის მერი კოტე თავზარაშვილი აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ჯერ თავად მერსაც არ ჰქონდა წაკითხული, მედიის ხელში აღმოჩნდა. ,,ეს მასალა მოვიდა ელექტრონული ფოსტით, რომელზე წვდომაც ადმინისტრაციის უფროსს ლექსო (ალექსანდრე) თარხნიშვილს აქვს. საკმაოდ მოცულობითი მასალაა, რომელიც ჯერ ოფიციალურ დოკუმენტს არ წარმოადგენს. ჩვენ უკვე დავიწყეთ ადმინისტრაციული წარმოება, ვიკვლევთ, თუ როგორ აღმოჩნდა ეს მასალა ადმინისტრაციის მიღმა." - გვითხრა კოტე თავზარაშვილმა 10 სექტემბერს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომდგენელი, ტატა გამყრელიძე
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები