შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვას იწყებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=36920 
 14 მარტი 2019

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვას იწყებს. აღნიშნული პროექტისთვის 150 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც საკრებულომ მორიგ სხდომაზე ბიუჯეტში ასახა. დღეს, მოქალაქეთა მონაწილეობითი მექანიზმები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში NDI-ს სამუშაო ჯგუფთან ერთად განიხილეს. პროექტის ინიციატორმა მერის მრჩეველმა ალექსანდრე ბერიძემ და თანაავტორმა, გურიის ახალგაზრდა რესურსცენტრის წარმომადგენელმა ოთარ რევიშვილმა, პროექტის დეტალები პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. სიახლე პირველ ეტაპზე, მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებლებზე გავრცელდება, რომელთა ჩართულობითაც ოზურგეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. პლატფორმა მუნიციპალიტეტს ვებ გვერდზე www.oz.gov.ge განთავსდება. შეხვედრას გურიის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. განხილვას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები ლაშა გოგიძე და თამარ გზირიშვილი უძღვებოდნენ. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა
პოლიტიკა