შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლანჩხუთში 500 - მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37190 
 26 მარტი 2019

ლანჩხუთში 500 - მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება. ადგილობრივი მოსახლოების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

სამუშაოები გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიამ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის რეგიონის ხელმძღვანელ დავით ცერცვაძესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, 9 ქუჩის მოსახლეობა ათეული წლებია ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემით ვერ სარგებლობს. მიმდინარე პროექტი ითვალისწინებს 1 კმ-მდე მაგისტრალური მილსადენისა და 14 კმ გამანაწილებელი ქსელის მშენებლობას. ივნისიდან, ახალი სისტემის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მოსახლეობას 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული სამუშაობი უკვე დასრულებულია რამდენიმე ქუჩაზე. პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია