შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს, საკუთარ ჯიბეზე მიკრული პოლიტიკოსებისგან"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37648 
 13 აპრილი 2019

 დადგა ჟამი, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს პოლიტიკოსებისგან, რომლებიც უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავსა და ჯიბეზე არიან მიკრული,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განაცხადა, რომელიც „დაიცავი საქართველოს" შეკრებაში მონაწილეობს.

სოსო ცისკარიშვილმა კითხვა, თუ რისგან იცავენ საქართველოს, უპასუხა - „ქართველებისგან. სამწუხაროდ, სწორედ იეს რეალობაა. დიახ, არის საფრთხე, რომ „ქართული ოცნება" აღმოჩნდეს რუსულ ოცნებად. დიახ, რასაც დავთესთ, იმას მოვიმკითო და ჩვენ ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვართ. ვერც ვერაფერი გამოუვიდათ იმისთვის, რომ მოეტყუებინათ საქართველოს მოსახლეობა. მე არ მინდა, გავანერვიულო ბიძინა ივანიშვილი. გავიგე, თურმე მესამე ძალა იკრიბება აქ. მე საკუთარი დამოუკიდებლობა უფრო მიზიდავს, ვიდრე რომელიმე ნომრის. ჯერ უნდა ვნახო, ვინ არის მიდრეკილი იმაზე, რომ გახდეს მესამე ძალა", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია