შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყველა უბედურების სათავე ივანიშვილია" - ოქრუაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37649 
 13 აპრილი 2019

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკაში ახალი პარტიით ბრუნდება. ოქრუაშვილი იზიარებს ოპოზიციის სხვა წევრების მოსაზრებას, რომ ივანიშვილის ხელისუფლების შესაცვლელად გაერთიანებაა საჭირო:

„ფორმულა ყველა მინუს ერთი, ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს პიროვნება და ეს ხელისუფლება“ - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. ირაკლი ოქრუაშვილისა და ოპოზიციის სხვა წევრების სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე პოლიტიკოსებმა "შაბათის კურიერში" ისაუბრეს

ყველა ერთის წინააღმდეგ - ოპოზიციის სრული სპექტრი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ერთიანი ბრძოლის დასაწყებად ემზადება. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პარტიები და ლიდერები ქართული ოცნებისთავმჯდომარეს უპირისპირდებიან. ვინც ბიძინა ივანიშვილთან ერთად 2012 წელს კარდაკარ დადიოდა, ახლა ამბობს, რომ მან ნდობა დაკარგა.

ირაკლი ოქრუაშვილი ათონელის 6 ნომერში მდებარე ოფისში, სადაც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო, ახალი პოლიტიკური გეგმებით ბრუნდება.

ახალი პარტიისთვის სიმბოლურად ისევ ძველი ოფისი შეარჩია. ოქრუაშვილის აზრით, ქვეყანაში ყველა უბედურების სათავე ბიძინა ივანიშვილია. მისი თქმით, აქტიურ ბრძოლას იწყებს იმისთვის, რომ მართვის სადავეებს ქართული ოცნებისთავმჯდომარე ჩამოაშოროს.

ბიძინა ივანიშვილის მმართველობამ პოლიტიკური პარტიები და ლიდერები, რომლებიც სხვადსხვა დროს ერთმანეთის ყველაზე მწვავე ოპონენტები იყვნენ, ახლა ერთიანობის აუცილებლობაზე აალაპარაკა.

დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ძალების სრული მობილიზაციით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შესაძლებელია. 2-პუნქტიანი გეგმა, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ოპოზიციას სთავაზობს, ყველა პროდასავლური პარტიის საერთო მიზნისთვის ძალების გაერთიანებას გულისხმობს. ის დარწმუნებულია, რომ ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის გარეშე ბრძოლა წარმატებული ვერ იქნება.

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ყოფილი თანამებრძოლი, გუბაზ სანიკიძე, ამბობს, რომ ოლიგარქის მმართველობა დასასრულს უახლოვდება.

ერთი მიზნისთვის ოპოზიციის ერთიანობას შალვა ნათელაშვილი აუცილებელს უწოდებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერის თქმით, ოპოზიციის გაზაფხული შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შემოდგომა აღმოჩნდეს.

სანდო წყარო კურიერს უყვება, რომ მმართველი გუნდის ნაწილი ცდილობს, ივანიშვილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაში დაარწმუნოს, რადგან ოპოზიციის საყოველთაო მობილიზაციის ფონზე, ხელისუფლების ოპონენტები მომზადებას ვერ მოასწრებენ და ასეთ შემთხვევაში, ქართულ ოცნებას გამარჯვების შანსი ექნება.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია