შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში ქამადაძის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუხსნეს (ექსკლუზივი)

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37656 
 14 აპრილი 2019

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთში მცხოვრებ თემურ ქამადაძის საცხოვრებელ სახლს  რამდენიმე წუთის წინ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. 

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" თავად ქამადაძემ აცნობა. ჩვენთან სატელეფონო საუბარში ის ირწმუნება, რომ ამ მეთოდს მის შესაშინებლად მიმართეს. 

როგორც ის გვუებნება, რამდენიმე წუთის წინ მის ჭიშკართან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც რამდენჯერმე სახლის მიმართულებით ისროლეს. 

"რამდენიმე გასროლა იყო. მანქანიდან ისროილეს. ხმაურზე მეზობლები გამოვარდნენ. ახლა ჩემთან არიან"-გვითხრა მან.

ქამადაძე სახლში მარტო იმყოფებოდა. მისი მტკიცებით, ეს გაზეთში გამოქვეყნებული წერილის გამო მოხდა, სადაც ის პოლიციასა და პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს, რომლებმაც უკვე 2 წელია მისი გაქურდვის ფაქტი არ გამოიძიეს.

"ქვეყანა ჩალითაა დახურული"-ამ სიტყვებით დაიწყო გასულ კვირას თემურ ქამადაძემ "გურიის მოამბესთან" საუბარი და 2017 წელს მომხდარი ამბავი დეტალურად მოგვიყვა, რაზეც მისივე თქმით, მიუხედავად მტკიცებულებებისა, რეაგირება არავის მოუხდენია: 

"2017 წლის 14 მაისს, საღამოს საათებში მოხდა ქურდობა. წაიღეს თანხა, დაახლოებით 1000 ლარამდე, გამოვიძახე პოლიცია, გამთენიას 5 საათზე მოვიდნენ ექსპერტებიც. ამის მერე ველოდები გამოძიებას, რომ დამნაშავე გამოჩნდეს და დღემდე არაფერია გარკვეული. მეუბნებიან, რომ საქმე არის ძიებაში, გამომიგზავნეს ეს კონვერტი, იქნება გამოძიებულიო. დღეის სწორ სამშაბათს  ვიყავი ჩემს გამომძიებელ უჩა ჩაგუნავასთან, მან მითხრა რომ ამას სჭირდება დრო, ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი და იქ იმფერი ამბავია "ოჩერედობით" ხდება მასალების შესწავლაო. მოკლედ, როდის მომიწევს რიგი, ცოცხალი ვიქნები თუ არა, მაგას ვეღარ გეტყვით უკვე. პოლიციაში რომ მივდივარ ან არ მელაპარაკებიან, ან მეუხეშებიან, გამომძიებელი გარბის და ვხვდები რომ ამდაგვარი ქცევით ჩვენ ვერ მივაღწევთ ვერაფერს"-ამბობს ქამადაძე, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს.  ძირითად დროს ის  მეზობელ სოფელ ციხისფერდში ატარებს, სადაც რამდენიმე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ყავს და უვლის.

ქამადაძე დარწმუნებულია, რომ პოლიციამ იცის დამნაშავეების ვინაობა და მათ ხელს აფარებს:

"ვითხოვ გამოძიებული იქნას ეს საქმე და თუ არადა ჩალა უნდა მივიტანო და დავაგდო პოლიციის წინ, მეტი მაგათ ღირსება არ გააჩნიათ , ვერ იძიებენ ამდენი ხანია ამ საქმეს. რა გახდა, რა ვერ გამოიძიეს ეს ელემენტარული საქმე, რა დარჩა გამოსაძიებელი რომ ვერ ქნეს? ჩალა იქნება მათი გამოუძიებლობის სიმბოლო, პროტესტის ნიშნად. ქვეყანა ჩალითაა დახურული. ველოდებოდი აქამდე რომ გამოიძიებდნენ ამ საქმეს, მაგრამ არაფერი არ გამოვიდა. ქურდობის დღეს ნაჭერი რომელიც იყო დაგდებული გზის მეორე მხარეს და დავურეკეთ  უბნის ინსპექტორს, მითხრა-"წადი სახლში და როგორც საჭიროა მე გავაკეთებ ყველაფერსო". ორი დღის შემდეგ ამინდი იცვლებოდა, ჩავედი და იგივე ნაჭერი იყო მეორე მხარეს "კანაოში" ჩაგდებული. როცა დავურეკე მან მითხრა, რომ ეს ნაჭერი არაფერს არ ნიშნავს და როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე გააკეთეო. ამით, მე ვფიქრობ, რომ გამოძიებას ხელს უშლიან და სამართალდამრღვევები გამოდიან. მინდა ვინმე გამომეხმაუროს, რამე რეაგირება მოხდეს. ადვოკატი რომ ავიყვანე, ჩემმა გამომძიებელმა მითხრა, რად გინდოდა ადვოკატი, რატომ აიყვანეო? აბა როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო,  რა გზას დავადგე? ყველა მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს დაწერილი და როცა მოვა დრო, მინდა ეს ყველაფერი დავუდო წინ და პასუხისგებაში მიეცეს ის პირები, ვინც დამნაშავეს ხელს აფარებს" - ამბობდა "გურიის მოამბესთან"  ქამადაძე.

ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს და მომხდარზე მათღ კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია