შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩუნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37653 
 13 აპრილი 2019

ოზურგეთში, ვაკიჯვარი-შემოქმედი-გომის საზღვარზე, ჩუნიის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება/

ტყის ხანძარს ცოცხალი ძალის მეშვეობით აქრობენ. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება. 

აქედან გამომდინარე ცეცხლი უფრო მეტად ძლიერდება და ჩნდება ახალი კერები. 

იქ იმყოფებიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები. 

როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე სახანძრო მანქანა და ასევე, დამატებით ბრიგადები გამოიძახეს აჭარიდან და სამეგრელოდან.

 

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა