შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

შემოქმედი-გომის საზღვარზე ტყეში გაჩენილი ხანძარი უკვე 15 ჰა ტერიტორიას მოედო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37655 
 14 აპრილი 2019

ოზურგეთში, ვაკიჯვარი- შემოქმედი-გომის საზღვარზე ჩუნიის ტყეში გაჩენილ ხანძარს, რომელიც თითქმის ოთხი საათია მძინვარებს, ამ დრომდე ვერ აქრობენ. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით,  ცეცხლი 15 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა მოდებული.

ხანძარს ცოცხალი ძალის მეშვეობით აქრობენ. რთული რელიეფის გამო, ცეცხლის ჩასაქრობად ტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება. თუმცა ადგილზე რამდენიმე ერთეული სახანძროა მობილიზებული. ადგილზე 70 მეხანძრე-მაშველი მუშაობს.

ასევე დამატებითი ძალებია მობილიზებული აჭარიდან და სამეგრელოდან.

 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება