შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამიტომაც დგანან ერის დამაძღრები მის დასაცავად"-რეალური ბიძინიზმი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37693 
 15 აპრილი 2019
, რადგან ტვინი, რომელიც მუდმივად შოვნაზე მუშაობს, სახელმწიფოს ვერ წაუძღვება“
დრამატურგი, პროექტის „გააგრძელე საქართველოს ისტორია"ავტორი, წამყვანი და თანარეჟისორი გურამ ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

"რეალური ბიძინიზმი

იმდენი ფული აქვს ჯიბიდან თუ ბიუჯეტიდან გადაბნეული თავზე ინტელიგენციაზე, პოლიტიკოსებზე და ბიუროკრატიაზე, იმდენი ქართული მიწის გამსხვისებელი და აზიელის შემომსახლებელი ყავს დაპურებული ივანაშვილს, რომ მხარდამჭერი არ აკლია. თანაც მთელ ამ ბიძინას საფეოდალოს, ლგბტ-ს სამსახურში ჩამდგარი და არასამთავრიბოებში დაფრთიანებული მაჯლაჯუნა "პოლიტიკოსები" მართავენ და მათ იდეოლოგიაზევე დგას ბიძინა თავისი მაფიოზურ--აფერისტული პოზით. ფული ბევრი აქვს მაგრამ უწიგნურმა მეტი სისტემა ვერ შექმნა რადგან ტვინი, რომელიც მუდმივად შოვნაზე მუშაობს და ქველმოქმედებაც მონაგებიდან აქვს განაწილებული უფრო დიდი მოგების შედეგისთვის, ქართულ სახელმწიფოს ვერ წაუძღვება. ამიტომ განათლება დეგრადირებული აქვს, ქართული კულტურული პროცესი საგულდაგულოდ მომსპარი, ახალგაზრდობა ნარკოტიკებზე შესმული და ღამის " ბასიანებში" შეყრილი. ასეთი დღევანდელობა კი სრულებით აკმაყოფილებს ნეოლიბერალი- გლობალისტებისგან და ლგბტ მსოფლიო ლობისგან ,,გაპრავებულ" ბიძინიეს. ის ამ ხერხით საქართველოს აბორიგენ მოსახლეობას ვისაც პრეტენზია აქვს ამ მიწის ბატონ-პატრონობაზე თანდათან გაანეიტრალებს, ქვეყნიდან გაყრის და აქაურობას ისე მოაწყობს როგორც ეს მის მაფიოზურ ოჯახს მოეხასიათება. ამიტომაც აქვს ამ სუპერაფერისტს საქართველოს მიწის დაგლეჯა-ხელში ჩაგდების ყველა მოსურნე ძალასთან კავშირი და ამიტომაც უსრულებს მათ ნებისმიერ ანტიქართულ დავალებებს.

ესაა რეალობა ქართველებო და ამიტომაც დგანან ერის დამაძღრები მის დასაცავად თავიანთი --- "დაიცავი საქართველოებით" და ამიტომაც ვდგავართ ბიძინიეს ახირებულ ხასიათზე დამოკიდებული ქართველები უფსკრულის პირას. ხოლო ამ კლანურ-მაფიოზურ სინდიკატს ჩვენვე ვკვებავთ ჩვენივე ინერტულობით.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია