შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ივანიშვილმა საზოგადოება გააწბილა-ვატო შაქარიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37695 
 15 აპრილი 2019

“ქართული ოცნება” აღარ არის ის ძალა, რომელიც 2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა. გაუკუღმართებულია ყველაფერი, რაზეც სახელმწიფო დგას.  არანაირი “ქართული ოცნება” აღარ არსებობს”, - აცხადებს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის”მიცემულ ინტერვიუში.

“საზოგადოებას აღარ აქვს არჩევანი - ერთ მხარეს არის დამნაშავე, რევანშს მოწყურებული პოლიტიკური ძალა, მეორე მხარეს კი ძალაუფლება აქვთ მურუსიძესა და ჩინჩალაძეს. ჯერ კიდევ 2012 წელს, იმ ღირსეული ადამიანების გვერდით ვიდექი, რომელთაც დღეს უჭკუოებს უწოდებენ და მათ გამოვლილ ბრძოლას ამცრობენ. ივანიშვილმა დიდი როლი ითამაშა “ნაცმოძრაობის” გასტუმრებაში, მაგრამ გულდასაწყვეტია, რომ იმავე დამოკიდებულებას ვერ ვხედავთ იმ ღირსეული ადამიანების მიმართ, რომლებიც მაშინ მას მხარში ედგნენ. ივანიშვილმა საზოგადოება გააწბილა. ნაცვლად იმისა, ტელეინტერვიუში რეალურ პრობლემებზე ესაუბრა და გამოსავლის გზები შემოეთავაზებინა, მურუსიძე-ჩინჩალაძის “გაპრავების” მიზეზებს ვუსმინეთ... პარტიის დატოვებამდე მხოლოდ კახა კალაძეს შევხვდი. არ მინდოდა ტელევიზიით შეეტყო ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. მასთან მისვლით ჩემი პატივისცემა გამოვხატე. ამ შეხვედრის ამბავი მან გაახმაურა, თორემ მე არც ვაპირებდი თქმას”, - დასძენს ვატო შაქარიშვილი და შეკითხვაზე - “საკრებულოს უმრავლესობისა და პარტიის დატოვებას სხვა ლიდერებიც აპირებენ?” - პასუხობს:

“საკრებულოშიც, პარლამენტშიც და პარტიაშიც ბევრი ღირსეული ადამიანია. მათაც აწუხებთ ის, რაც ხდება. ადრე თუ გვიან, ისინიც მიიღებენ გადაწყვეტილებას”.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია