შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" სააკაშვილი პუტინივით საუბრობს და ჩარჩენილია წარსულში"- წულუკიანი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=37696 
 15 აპრილი 2019

ამის შესახებ იუსტიციის მინისტმა თეა წულუკიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაკეთებული განცხადები საპასუხოდ განაცხადა.

„ეს არის ადამიანი, რომელიც რეალურად საუბრობს პუტინივით, რომელსაც ევროკავშირელები და ევროპელები კოლონიზატორები ეგონა ყოველთვის, დღესაც ჰგონია და ამას ხმამაღლა ამბობს.  ჩვენ ვიცით ერთი, ჩვენი ქვეყნის ტრადიციული, ისტორიული და რა თქმა უნდა ხალხის არჩევანი არის ევროპაში.

რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის ჩარჩენილი იმ წარსულში რომელმაც ძალიან ბევრი პრობლემა მოუტანა ჩვენ ქვეყანას“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ამ თემაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “უკრაინაში რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის არ უნდა განხორციელდეს. მე კარგად ვიცნობ ამ სტრუქტურებს და მინდა, გითხრათ, რომ კი, ევროპელებს სურთ, რომ უკრაინა არსებობდეს, რომ ის იყოს წარმატებული, თუმცა რაღაც ჩარჩოების ფარგლებში. ძალიან წარმატებული უკრაინა არავის სჭირდება, თავს ნუ მოვიტყუებთ, ისევე, როგროც არავის სჭირდება ძალიან წარმატებული საქართველო. ყოველთვის ყველას, მათ შორის, დასავლურ ქვეყნებს… ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინა საერთოდ არ სჭირდება, ვისთვისაც უკრაინა ანაქრონიზმია, ვერ ხვდება, რატომაა, რისთვისაა ეს ქვეყანა. მეორე მხრივ კი, არის დასავლეთი, რომელსაც ასევე კოლონიალური მიდგომები აქვს, რომ კი, იყოს უკრაინა, არსებობდეს, ოღონდ სადღაც კუთხეში. მათ უკრაინა სჭირდებათ, როგორც სამუშაო ძალა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, რომლის კომენტარსაც “ტაბულა” ავრცელებს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია