შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" შევახსენებ ივანიშვილს, არჩევნებს მილიარდები კი არა, მილიონი ხმა იგებს" - დავით ბერძენიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38329 
 15 მაისი 2019

"გაპრეზიდენტების პირველ წლებში მიხიელ სააკაშვილმა რეფორმატორული ნიჭი გამოავლინა. იგივე შეიძლება ითქვას ივანიშვილზეც, მაგრამ მეორე ვადით არჩევნის შემდეგ, სააკაშვილი არ მოგვწონდა და ივანიშილი ყოფილ პრეზიდენტზე კიდევ უფრო დაბალი კლასის მქონე აღმოჩნდა.

ასე, რომ ქვეყანაში პლურალისტური პოლიტიკური სპექტრის შექმნა და პარლამენტის ბევრი ახალი პოლიტიკური პარტიით დაკომპლექტება აუცილებელია“, - განაცხადა “2020NEWS”-თან “რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.

ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პარტიად დღემდე ვერ ჩამოყალიბდა და მმართველ პარტიაში დაწყებული ახალი კადრების მოზიდვის პროცესი კრახით დასრულდება.

"ქართული ოცნება“ არსებობას, ისე დაამთვარებს, რომ პარტიად საერთოდ ვერ ჩამოყალიბდება. „ქართულმა ოცნებამ“ შვიდი წლის განმავლობაში პარტიული კადრები რით ვერ მოიზიდა?! ეს პროცესი ისეთივე კრახით დამთავრდება, როგორც ბიძინა ივანიშილის მცდელობა, შეექმნა ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც საზოგადოებას შექმნიდნენ. რაც შეეხება მაია მიმინოშვილს, ასეთი თანამდებობის არსებობა უბრალოდ არასერიოზულია. ქვეყანაში სოფო კილაძეების მსგავსი ადამიანების პოვნა ძალიან ძნელია. მოყირჭებულ პარტიაში რაიმე ტიპის ეფექტურ განახლებას არ ველოდები. "ქართულმა ოცნებამ“ შვიდი წლის განმავლობაში საზოგადოების ის ნდობაც გაფლანდა, რომელიც ჰქონდათ, ამიტომ წესიერი და კვალიფიციური ადამიანები იმ პარტიაში არ გაწევრიანდებიან, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი აღარ ენდობა.

ვფირობ, რომ ნებისმიერი ოლქი, სადაც ხელისუფლება წააგებს "ქართული ოცნების“ პოლიტიკური კრახის მომასწავებელი იქნება. ასევე, მსურს ავღნიშნო, რომ 19 მაისის პოლიტიკური არჩევნების შედეგების 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტი ერთია, მეორე ვადის მიწურულს ვერც ერთმა ხელისუფლებამი ვარგა და ვერც "ქართული ოცნება“ ივარგებს. "ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც არჩევნების პერიოდში მილიარდების იმედად არის დარჩენილი, შევახსენებ, რომ არჩევნებს მილიარდები კი არა, მილიონი ხმა იგებს.

ბუნებრივია, ასეა. ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ დროს მოიგებდა, თორემ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ შეცვლილა. პარტიის ხელმძღვანელის ხელისუფლება არ იყოფა და განახლებას არც ერთი მიმართულებით არ ექვემდებარება. "ქართული ოცნება“ ვერც უკეთეს პარლამენტის სიას შექმნის და ვერც სასამართლში მიიყვანს კეთილსინდისიერ მოსამართლეებს, რადგან ივანიშვილისთვის საკადრო პოტენციალი მისდამი მსახურებაში გამოიხატება- განაცხადა ბერძენიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა