შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვინ ჩაიბარებს საქართველოს მთავრობას-ივანიშვილმა გახარიას უარი უთხრა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38900 
 11 ივნისი 2019

მორიგი სამთავრობო კარუსელი სექტემბრამდე გადაიდო. ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ბიძინა ივანიშვილი ახალ პრემიერ-მინისტრს ეძებს.

როგორც "2020NEWS"-თვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, უკვე გადაწყვეტილია, რომ მოქმედი პრემიერი მამუკა ბახტაძე იქ მიდის, საიდანაც მთავრობაში მოვიდა - ანუ საქართველოს რკინიგზაში აბრუნებენ.

ყველაფერი ბევრად მარტივად იქნებოდა, შს მინისტრ გიორგი გახარიას შესახებ დასავლეთიდან მკვეთრი, მკაფიო და კატეგორიული რეკომენდაციები რომ არ იყოს მოსული შუშის სასახლის მისამართზე.

როგორც წყარო ამბობს, "შესაბიმისი კონსულტაციები" გახარიას კანდიდატურასთან დაკავშირებით 3-ჯერ გაიმართა და სამივეჯერ უშედეგოდ - ივანიშვილმა მის ამჟამინდელ ფავორიტთან დაკავშირებით, დადებითი რეკომენდაციები ვერ მიიღო. ამას შიდა ომიც დაემატა, რომელიც ივანიშვილის კარზე დაწინაურებულ "ლიდერებს" შორის მიმდინარეობს და რომელიც იმდენად ღრმადწასული და მასშტაბურია, რომ დაპირისპირების მონაწილეები პირად საუბრებში აღარც კი მალავებ, რას ვერ იყოფენ გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური; რატომ არ უყვართ ერთმანეთი გიორგი გახარიას და კახა კალაძეს და როგორ და რამ დაახლოვა ერთმანეთთან ერთ დროს ერთმანეთზე შურსიმაძიებელი ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე...

და რადგან გახარია შიგნითაც შარშია და გარეთაც, ოლიგარქმა მისი გაპრემიერება გადაიფიქრა!

ვინ ჩაიბარებს საქართველოს მთავრობას, რომელმაც ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს, ჯერ ცნობილი არ არის და ეს ბიძინა ივანიშვილის მთავარი თავსატეხია ახლა. რადგან "ოცნების" მთავრობაში და ივანიშვილის გარემოცვაში ყველა თანხმდება იმაზე, რომ მამუკა ბახტაძის მთავრობის მეთაურობის პირობებში, პოლიტიკურ ბრძოლის ველზე გასვლა სახიფათოა. მითუმეტეს, რომ ეს ბრძოლის ველი ახლა "ოცნებისთვის" ძალიან დანაღმულია და ძალიან რეალურია, ამ ბრძოლის ველზე იგი ისე აფეთქდეს, რომ "მოქალაქეთა კავშირის" ბედიც კი გაიზიაროს! "2020NEWS"

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება