შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში პრობაციონერებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=38899 
 11 ივნისი 2019

ოზურგეთში კანონთან კონფლიქტში მყოფი პირებისთვის სოციალური საწარმო გაიხსნა.

პროქტი ევროკავშირის დაფნანსებითა და საზოგადოებრივი კავშირის 'ქველი საქმის' ინიციატივით პროექტის „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ ფარგლებში განხორციელდა.

საწარმო „რედოში“ დასაქმებულები ტროტუარების ფილებს და მოსაპირკეთებელ მასალებს დაამზადებენ.

პირველ ეტაპზე საწარმოში სულ 4 პრობაციონერი დასაქმდება.

პროექტის მიზანი პრობაციონერების დასაქმების და თვითრეალიზების ხელშეწყობაა.

სოციალური საწარმოს გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

საწარმო სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაიამ, საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრს წარმომადგენელმა, 
ეკა დათუაშვილმა და საწარმოს ხელმძღვანელმა, ცოტნე საჯაიამ გახსნეს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა