შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ურეკში, ზღვაში 55 წლამდე ქალი დაიხრჩო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 ივლისი 2019

"გურიის მოამბისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, გუშინ  ურეკში, ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო. სომხეთის მოქალაქე მამაკაცი და   რუსი ეროვნების ქალის გადარჩენა მაშველებმა ვერ შეძლეს. 

60 წლამდე მამაკაცი და 55 წლამდე ქალი ზღვაში შტორმის დროს მოხვდნენ.  

 მამაკაცი წყალში ოჯახთან ერთად იყო შესული, რა დროსაც ის მოულოდნელად გაუჩინარდა. მაშველებს მისმა ცოლმა გამოუძახა. წყალში მყვინთავები შევიდნენ, თუმცა მამაკაცს ვერ მიაგნეს. 

მამაკაცის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებთ ერთ კილომეტრში წყალმა გამორიყა. დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია