შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთის რამდენიმე სოფელში სტიქიაა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41568 
 28 სექტემბერი 2019

გადაუღებელი, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ბჟუჟი ადიდდა. დაიტბორა სოფელ წითელმთაში მცხოვრები გერმანე თოდრაძის ეზო, საფრთხე ექმნება წითელმთის მონაკვეთზე, მდინარე ბჟუჟის სახიდე გადასასვლელს.

სოფელ დვაბზუში დაზიანდა სათადარიგო ხიდი და მოძრაობა შემოვლითი გზით, მხოლოდ მელექედურის მხრიდან არის შესაძლებელი.

კრიტიკული მდგომარეობაა თაყაიშვილის ქუჩაზეც. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო.

ადგილზე იმყოფებიან ოზურგეთის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები.

ოზურგეთში უამინდობის შედეგად გამოწვეული სტიქიური მოვლენების ამსახველ ფოტორეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

ოფიციალური ინფორმაცია

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია