შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ქვეყნიდან შრომისმოყვარე და უნარიანი ადამიანების გაქცევამ კატასტროფული მასშტაბები შეიძინა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
ორიგინალი სტატია:  http://guriismoambe.com/?m=68&news_id=41580 
 29 სექტემბერი 2019
"ქვეყნების განადგურებისა და ხალხების გადაშენების არერთ ფაქტს იცნობს მსოფლიოს ისტორია, მაგრამ საკუთარი ხელით თვითლიკვიდაციის ისეთი პროცესი, რომელიც ჩვენში მიმდინარეობს ალბად მსოფლიოს არცერთი გადაშენებული ან/და გადასაშენებლი ერის ისტორიაში არ მოიძებნება.

სტატისტიკურადაც კი ზოგადად ადამიანი და ადამიანური კაპიტალი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ნაწილს წარმოადგენს და მისი გამოთვლის მეთოდებიც არსებობს. მაგალითად ადამიანური კაპიტალის წილი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ სიმდიდრში 77%-ს შეადგენს და 2010 წლის მდგომარეობით მისმა ღირებულებამ 95 ტრილიონი დოლარი შეადგინა. საქართველოს ,,ეროვნული სიმდიდრეს,, სიმდიდრესაც ვერ დაარქმევს კაცი, რაც გვაქვს იქედან ადამიანური კაპიტალის წილი 20%-ზე ოდნავ მეტია და მისი ღირებულება დაახლოებით 150 მილიარდ დოლარს შეადგენს. იგივე 2010 წლის შეფასებით ჩვენმა ეროვნულმა სიმდიდრემ დაახლოებით 750 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, აქედან 1/3 ეროვნული ქონების წილია, 2/5-ზე მეტი ადამიანური კაპიტალი, დანარჩენი კი ბუნებრივ რესურსებზე მოდის.

ზემოხსნებული კვლევის შემდეგ ცხრა წელი გავიდა, ამ დროის განმავლობაში ქვეყნიდან შრომის მოყვარე და უნარიანი ადამიანების გაქცევამ კატასტროფული მასშტაბები შეიძინა. ამას ემატება ის, რომ 1-14 წლამდე მოსახლეობის რიცხოვნობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 200 000-ით მოიკლო, ეს მაში როდესაც ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი თითქმის 3700000-ე დაეცა.

ასეა იმიტომ, რომ არჩევნებში გამარჯვება სჭიდება ვიღაცას, იმ ვიღაცას კი მიაჩნია, რომ თუ კი ამ ქვეყანაში დარჩება მხოლოდ მის კონტროლს დაქვემდებარებული ადამიანები უფრო ,,ხარსხიანად,, შეძლებს ჩვენი ქვეყნის ,,ნათელი მომავლის აშენებას,,. ანუ ასე ვთქვათ სახეზე გავქვს ,,განვითარება,, მეთოდით: Меньше народу - больше кислороду! ამის მერე ალბათ განვითარების მეორე მეთოდზე გადავალთ: Есть человек - есть проблема, нет человека - нет проблемы"!

კახა ჩავლეშვილი, იურისტი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია